რა არის განცხადებების ელექტრონული რეესტრი?
განცხადებების ელექტრონულ რეესტრში საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მარტივად ნახონ საკუთარი განცხადება, მისი შინაარსი, განხილვის ეტაპი, განცხადებასთან დაკავშირებული ყველა შეტყობინება და საბოლოო გადაწყვეტილება.
როგორ მოვიძიო ინფორმაცია ჩემი განცხადების შესახებ?
განცხადების შეტანის შემდეგ მიიღებთ ბარათს თქვენი განცხადების ნომრითა და კოდით. მიღებული მონაცემები შეიყვანეთ ამ გვერდის მარცხენა მხარეს შესაბამის ველში და დააჭირეთ „ძებნა“ ღილაკს.
როგორ მოვიქცე, თუ დავკარგე ბარათი და არ ვიცი განცხადების ნომერი და კოდი?
ბარათის ხელახლა მიღება შეგიძლიათ იუსტიციის სახლში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში. ასევე შეგიძლიათ დარეკოთ საინფორმაციო ცენტრში ნომერზე 2 40 10 10.
